საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც მედიაგამჭვირვალობას ეხება, აკრიტიკებენ.
ფრაქციის ერთ-ერთი წევრის ლევან ვეფხვაძის შეფასებით, მედია ორგანიზაციის მფლობელის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირების აკრძალვა საკმარისი არ არის და აუცილებელია მოხდეს დაფინანსების გამჭვრვალობა.
"მხოლოდ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებს აკრძალვა არაფერს ნიშნავს. აუცილებელია გამჭვირვალე იყოს მედია ორგანიზაციის დაფინანსების საკითხებიც
და ასევე მოგვერდეს ლიცენზიის საკითხიც", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, დღეს მედიის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება იგეგმება.
არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მედია-გამჭვრვალობას ეხება, სწორედ ოფშორულ ზონებში მედიამფლობელების დარეგისტრირებას კრძალავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობა დღეს განცხადებას გააკეთებს და საზოგადებას ინფორმაციას მიაწვდის.