იაპონია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.
საქართველოსადმი მხარდაჭერა იაპონურმა მხარემ ქვეყნებს შორის, ტოკიოში გამართული პოლიტიკური კონსულტაციებისას დააფიქსირა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო უწყებიდან აცნობეს, იაპონურმა მხარემ მადლობა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამართულ არჩევნებში იაპონური მხარის მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.
"მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა კვლავაც გააგრძელონ თანამშრომლობა აღნიშნული მიმართულებით", - ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის რიგით მესამე პოლიტიკური კონსულტაციები 9-12 ნოემბერს, ტოკიოში გაიმართა.