თბილისს ცნობილი სერბი კალათბურთელი ვლადე დივაცი ეწვია.
ვეტერანი სერბი კალათბურთელი ამჟამად სერბეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და საქართველოს დედაქალაქს სორტული ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად ესტუმრა.
დივაცი სხვადასხვა სპორტულ კომპლექსს დაათვალიერებს. ის ესტუმრება სპორტის სასახლეს, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელებს საჩვენებელ ვარჯიშებს ჩაუტარებს. დღეს, 18 საათიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება დივაცის ვარჯიშებისთვის თვალის დევნება. სერბის ვიზიტი ერთ დღეს გაგრძელდება - ის თბილისს დღესვე დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისი ჩეხურ ქალაქ ბრნოსთან ერთად ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის კანდიდატია დივაცი სწორედ იმ კომისიაში შედის, რომელმაც გამარჯვებული ქალაქი უნდა გამოავლინოს.
დივაცს იუგოსლავიის საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 2002 წელს კი სერბეთის ნაკრებთან ერთად გახდა ჩემპიონი. ის ორ გზის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ხოლო ევროპის ჩემპიონი სამჯერ გახდა.