სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. პარტია „პროგრესი და სამართალის“ ლიდრი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს ესხმოდნენ მას და მის მომხრეებს.
"სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები.
მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას““, - ამბობს ოქრიაშვილი.
დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და პარლამენტის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დანით დაჭრეს.