დღეს, 12 ნოემბერს, პარლამენტი საქართველოში პარლამენტარიზმის აღდგენის 20 წლისთავს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში, 18:00 საათზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
1990 წლის 28 აპრილს, 70-წლიანი კომუნისტური მმართველობის შემდეგ საქართველოში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც გამარჯვება ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით საარჩევნო ბლოკმა ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო~ მოიპოვა. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ეროვნული პარლამენტი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ჩაუდგა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, 1990 წლის 28 აპრილს ჩატარებული არჩევნები კომუნისტური ანექსიის შემდეგ პირველი მრავალპარტიული არჩევნები იყო.