დღეს, 12 ნოემბერს, "ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აშშ-ში გაემგზავრება.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა, ის ვაშინგტონს ეწვევა, სადაც შეხვედრებს თეთრ სახლში (პრეზიდენტ ობამას მრჩევლებთან), კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ანალიტიკური კვლევის ცენტრში გამართავს. დაგეგმილია ალასანიას მისვლა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც.
აშშ-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ალასანია ბრიუსელში გაემგზავრება და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს გამართავს.