საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოშია.
ქვეყნის პირველმა პირმა სოფელ შამგონას საჯარო სკოლა მოინახულა, რომელიც ახლახან გარემონტდა.
პრეზიდენტი მოსწავლეებსაც შეხვდა და მათგან ორი - ყველაზე წარჩინებული - დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, რომ სოფელი შამგონა გალის რაიონს ესაზღვრება.