პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შორის დაწყებულ მოლაპარაკებებში, სხვა პარტიების ჩართვა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
ამის შესახებ კუბლაშვილმა გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.
მისი თქმით. ასევე მნიშვნელოვანია არასამთოვრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მოლაპრაკებებში ჩართვა.
"საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დაწყებულ მოლაპარაკებებში რაც უფრო მეტი კვალიფიციური პარტია იქნება ჩართული, მით უფრო ხელს შეუწყობს საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებას. ამ პროცესებში ჩართვა ღიაა ნებისმიერი პარტიისთვის. ამ ეტაპზე კონკრეტულა რაიმე დოკუმენტზე განხილვა არ მიმდინარეობს. მოლაპარაკებები შეეხება არა კონკრეტულად ერთ დოკუმენტს, არამედ ყველა საკითხს. თუ ერთხმად იქნება რომელიმე ცვლილების შესახებ მხარდაჭერა, ეს აუცილებლად აისახება საარჩევნო კოდექსში. პროცესში 16 პარტია მონაწილეობს და ამ პროცესის ლეგიტიმაციისთვის კარგი იქნება თუ მოლაპარაკებები პარლამენტში გაიმართება", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი თქმით, ყოველკვირეულად შეხვედრები ცესკოშიც გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამა და 8 ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წამოიწყო. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გუშინ პარლამენტში გაიმართა.