16:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
31 წლის ავსტრალიელი ქალი, შანაი ბრუკი თბილისში 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი მეორე დღეს, მთაწმინდის ტერიტორიაზე, სოლოლაკის ქედის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გამოძიება.