საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელს დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ტელეკომპანია "ფორმულა" ავრცელებს.
"ფორმულა" ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მოსამართლემ თავდაპირველად დავით კეზერაშვილს 10 წელი მიუსაჯა, შემდეგ კი ეს სასჯელი ამნისტიით გაუნახევრდა.
დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმე 6 წლის წინ აღიძრა. პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცა და ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა. საქმეზე სასამართლო წარმოება რამდენიმე დღის წინ განახლდა.