6 სექტემბერს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო.
აქ შეკრებილია ბელმონდოს ცხოვრებისა და კარიერის მნიშვნელოვანი მომენტების ფოტოები.
სანამ მსახიობი გახდებოდა, ბელმონდო მოკრივის კარიერის გაკეთებას ცდილობდა. მილიონობით მაყურებლისთვის საბედნიეროდ, მისი ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ბელმონდოს ერთ -ერთი ადრეული როლი კინოში. კლოდ შაბროლის 1959 წლის ფილმი "გასაღების ორმაგი შემობრუნება"

ბელმონდო იყო პარიზის თეატრების ერთ-ერთი ვარსკვლავი. ამ ფოტოზე ასახულია სცენა სპექტაკლიდან "ოსკარი", 1958 წელი

ბელმონდო და მისი პირველი ცოლი ელოდი კონსტანტინი პარიზში. 1959 წელი

ბელმონდო სათხილამურო კურორტზე 1960 -იან წლებში

ბელმონდო ხშირად თანამშრომლობა იტალიელ კინორეჟისორებთან. სცენა მაურო ბოლონინის ფილმის გადაღებებიდან. 1961 წელი

ბელმონდო და სოფი ლორენი იტალიურ ფილმში "ჩოჩარა", 1960 წელი

ბელმონდო მონაწილეობს ჟან-ლიუკ გოდარის ფილმში "გიჟი პიერო" (1965). გოდარის ფილმების წყალობით, მსახიობი გახდა კინოში ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სახე

კატრინ დენევთან ერთად ფრანგულ-იტალიურ ფილმში "სირენა მისისიპიდან", 1969 წელი

ბელმონდო და ფრანგული კინოს კიდევ ერთი ვარსკვლავი ალენ დელონი ფილმში "ბორსალინო". 1969 წელი

ბელმონდოს ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი როლი - საიდუმლო აგენტი ჯოსელინ ბომონტი თრილერში "პროფესიონალი", 1981 წელი

ბოლო წლებში ბელმონდო ჯანმრთელობის პრობლემების გამო ფილმებში არ მონაწილეობდა. ფოტო გადაღებულია 2010 წელს

ბელმონდოს ერთ-ერთი ბოლო ფოტო. პარიზი, 2020 წლის ივნისი
