ესტონეთი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვას მხარს უჭერს.
ამის შესახებ ტომას ჰენდრიკ ილვესმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
"ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ესტონეთის მხარდაჭერით ისარგებლებს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხითაც, "- განაცხადა ილვესმა.
ამასთან, მან საქართველოს მიერ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით "საქართველოს წვლილი დიდია".
"ეს იძლევა მკაფიო სიგნალს იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია", - განმარტა ესტონეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში იმყოფება. ილვესთან მისი შეხვედრაც სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.