2011 წლის ბიუჯეტი გვაძლევს საშუალებას, რომ დასახული მიზნები შევასრულოთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, განათლების სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 17 მილიონი ლარით იზრდება, რაც საშუალებას მისცემს სამინისტროს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს, როგორიც არის: ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მასწავლებლების კვალიფიკაციის მხარდაჭერა, უცხო ენათა სწავლების პროგრამის გაძლიერება და სამეცნიერო პროგრამები.