საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა.
ქართველი კანონმდებლები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას დაესწრებიან, რომელიც ვარშავაში ხვალ გაიხსნება.
დაგეგმილია სპეციალური რეზოლუციის მიღება, რომელშიც საქართველო-რუსეთის ომის საკითხიც აისახება.
სესიას ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები, სულ 100-მდე დეპუტატი დაესწრება.