დინამოს კორტები სანაპიროდან 5 დეკემბრის ქუჩაზე გადავა. 2,5 ჰა მიწის ფართობი კორტებისთვის კომპლექს "ოლიმპიკის" გვერდით გამოიყოფა.
დღეს შესაბამისი ტერიტორია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლეილა მესხთან ერთად დაათვალიერა.
ვარძელაშვილის განცხადებით, მომავალ წელს 5 დეკემბრის ქუჩაზე შერჩეულ ტერიტორიაზე 8 ახალი კორტი აშენდება.
"ეს იქნება სახელმწიფოს კუთვნილი კორტები და იქ ვარჯიში ყველა ბავშვისთვის იქნება უფასო", - განმარტა მინისტრმა.