გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა.
სააგენტო მიიჩნევს, რომ რეაქტორში სავარაუდოდ პლუტონიუმის წარმოება მიმდინაროებს, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.
სააგენტოს ინფორმაციით, ბირთვული რეაქტორის ფუნქციონირება 2021 წლის ივლისიდან აღდგა, რაზეც წყლით გაგრილების სისტემის ამოქმედება მიანიშნებს.
გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით მუშაობა განახლებულია კომპლექსის რადიოქიმუირ ლაბორატორიაშიც.
იუწყებიან, რომ 2018 წლის დეკემრის შემდეგ, როდესაც სინგაპურში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა, ეს ბირთვულ რეაქტორზე აქტივობების პირველი შემთხვევაა.
ფხენიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები ქვეყნიდან 2009 წელს გააძევა, რის გამოც სააგენტო ბირთვულ რეაქტორებზე დაკვირვებას სატელიტების მეშვეობით ახორციელებს.
იონგბიონის ბირთვული კომპლექსი, 5-მეგავატიანი რეაქტორით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია.
ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორსა და ლაბორატორიაში განვითარებული მოვლენები "ძალიან შემაშფოთებელია" და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევაა.