საქართველოში 2012 წლამდე რაგბის კიდევ რამდენიმე ახალი მოედანი გაიხსნება. შესაბამისი დაპირება ქართველმა რაგბისტებმა პირადად ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სპორტული კომპლექსი "შევარდენი" დაათვალიერა და ქართველ რაგბისტებს ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა. ქვეყნის პირველმა პირმა მათ მადლობაც გადაუხადა იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც საქართველომ რუსეთის ნაკრებს სძლია, რაგბისტებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიუძღვნეს.
"ჩვენ ერთი მოედნის გუნდი ვიყავით და მგონი გინესის რეკორდები მოვხსენით. ერთი მოედნის გუნდი გახდა ევროპის ჩემპიონი. ახლა 19 სტადიონი გვაქვს და 2-ჯერ მაგრებიც რომ ვიყოთ, კარგი იქნება. ძალიან დიდი მადლობა, რომ რუსეთთან ბრიუსელში გამართული მატჩი 2008 წლის ომის დროს დაღუპული ბიჭების ხსოვნას მიუძღვენით", - განაცხადა პრეზიდენტმა.