საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს ულოცავს. შესაბამისი განცხადება სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„გულითადად ვულოცავ მოლდოველ ხალხსა და პრეზიდენტ სანდუს დამოუკიდებლობის 30 წლისთავს! ჩვენი ერთობლივი, წინ მიმავალი გზა მიზანდასახულობისა და ჩვენი ევროპული ისტორიის მიერ ჩამოყალიბებული საერთო ღირებულებების გზაა“, - წერს პრეზიდენტი.