ღარიბაშვილისა და კობახიძის პატრონი გამსახურდიას ცოდნას გამოცდილებას და "მანერებს" უწუნებს, წერის სოციალურ ქსელში ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა.
"შეიძლება, ძალიან გულანთებული იყო და მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას უნდა ცოდნა. ასე არ არის, რომ მარტო გიყვარდეს და გული გეწვოდეს. ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს და გუნდი უნდა იყოს დაკომპლექტებული ისეთი ხალხით, ვისაც ხელეწიფება, სწორად მართოს ქვეყანა",- აცხადებს უგულავა.