26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1288 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1305 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.17 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6842 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6765 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.77 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3739 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.3002 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 აგვისტოდან შევა ძალაში.