2 სექტემბერს, საჯარო სხდომაზე კომისია განიხილავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
2 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი განთავსებულია შემდეგ ლინკზე: https://gnerc.org/.../skhdomis-dghis.../meetingtext/122...
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 2 სექტემბრის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადებს, კომისია სთავაზობს მოსაზრებების დაფიქსირებას შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org.
ელექტრონული ფოსტის გამოგზავნისას დანიშნულების ველში მიუთითეთ „მიერთების საკითხები".
მოსაზრებების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1 სექტემბერი.