ბერძნული მედიის ინფორმაციით, მეგობარი ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა, 48 წლის ქართველმა კაცმა სალონიკის პოლიციის დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა.
საბერძნეთში 56 წლის მოქალაქე ქალი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მეგობარმა მამაკაცმა მას თავისსავე საცხოვრებელ სახლში ჯერ სცემა, შემდეგ კი ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
ბერძნული მედიის ცნობით, მკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე მეზობლებს ქალის ყვირილი შემოესმათ.
48 წლის კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მალევე დააკავა.