გვიხარია და დიდი პატივია, რომ სახელმწიფო პროგრამებით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" პროგრამების დახმარებით სვანეთში ბევრმა ადამიანმა ისარგებლა და აქ ათობით ახალი სასტუმრო აშენდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინ სტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შარშან, როდესაც პანდემიამ პირველად შეგვიტია, ასზე მეტმა სასტუმრომ და რესტორანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამების მოკლევადიანი დახმარებით, სესხის პროცენტის სუბსიდირებით, რამაც პრაქტიკულად მაშინ გადაარჩინა ეს ბიზნესი.
„ვიცით, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ხედავთ, რომ მაქსიმალურად გვერდში გიდგავართ და კვლავაც დაგიდგებით ამ თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ტურიზმი სვანეთში განვითარდება როგორც არასდროს. სვანეთი არის ძლიერი და საინტერესო არა მხოლოდ როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია აქ ადგილობრივი მრეწველობის კვლავინდებური მხარდაჭერა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, უკვე მომზადებულია და პრემიერის დავალებით, 1-ლი სექტემბრიდან მოქმედებაში ჩაეშვება ახალი პროგრამები - მთლიანობაში 2,5 მილიარდი ლარის პროგრამები.
„ეს არის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლების მხარდამჭერი პროგრამები, რომელიც რა თქმა უნდა, სვანეთსაც შეეხება. იმი ომ, რომ აქ ვითარდება მიკროსაწარმოები, საშენი მასალების წარმოება, ხის დამუშავება, მშენებლობა და ეს არის ის დარგები, რასაც ჩვენ ამიერიდან უფრო ძლიერად დავუდგებით გვერდში. ეს იქნება არა მხოლოდ სესხის პროცენტის სუბსიდირება, ეს იქნება თანაგარანტირება, ეს იქნება გრანტები - ახალი კომპონენტი, რაც ეხლა შევიმუშავეთ. სწორედ ადგილობრივი წარმოების, დასაქმების მხარდაჭერა დაგვეხმარე ა, რომ უფრო სწრაფად დავძლიოთ პანდემიის ნეგატრიური შედეგები და შევინარჩუნოთ ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ყველას გამოვიყვანს ამ კრიზისიდან და პირიქით, ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.