"3 კვირის წინ გვქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისთვის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთა დაკავშირებითაც ისინი სიტყვა რეფერენდუმსაც იყენებენ",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ინფორმაცია დადასტურდა - ისინი ეძებენ საბაბს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მოუწევთ.
"ამასთან, სააკაშვილს შემთხვევით გაეპარა შეცდომა და რამდენიმე დღის წინ, დავალება, რომელიც შიდა ჩატში უნდა ყოფილიყო ჩაშლილი, საჯაროდ გამოაქვეყნა. მისი დავალებაა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კოვიდინფექციას ემსხვერპლება, უნდა მიეწეროს „ქართულ ოცნებას“. ახლა ხდება ამ ორი დავალების კორელაცია და ცდილობენ, რომ ეს საბაბი გამოიყენონ ერთი მხრივ ბოიკოტისთვის და მეორე მხრივ „ქართული ოცნების“ გაშავებისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.