ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი ტურიზმის სექტორისთვის:
ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო.
სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე - 2 თვე: სექტემბერი - ოქტომბერი უფასო შესვლა.
სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე - სეზონის გახსნიდან - იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის საფასურის ფასდაკლება 2021-2022 წლებში:
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული - 50% ფასდაკლება.
კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული - 30% ფასდაკლება.
2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული.