ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულებს 6-6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.
ბრალდებულები 25 თებერვალს დააკავეს, რის შემდეგაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ 25 აგვისტოს მათი პატიმრობის 6-თვიანი ვადა ამოიწურა და ისინი გათავისუფლდებიან.
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული სულიკო საყევარიშვილი მოსამართლემ 126-ე [ძალადობის] მუხლით უდანაშაულოდ სცნო და დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა;
ვაჟა გიგაური, რომელიც ვახო სანაიას თქმით, კონფლიქტის ინიციატორია და მას სახეში ურტყამდა, მოსამართლემ დამნაშავედ სცნო ორივე მუხლით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა და 2500-ლარიანი ჯარიმა;
მესამე ბრალდებულს, გიორგი სახელაშვილს, ასევე 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ისიც ორივე მუხლით სცნო მოსამართლემ დამნაშავედ.
ვახო სანაიას თავს დაესხნენ 25 თებერვალს, როდესაც ის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.