საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვენახების საკადასტრო ამონაწერის მისაღებად, სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია ქალაქ საგარეჯოში და შემდეგ სოფლებში: კაკაბეთი, ბადიაური, ყანდაურა, თოხლიაური და მანავი. საჭიროების შემთხვევაში სარეგისტრაციო უბნების ლოკაციები გაფართოვდება.
ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონების ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.
ვენახის საკადასტრო ამონაწერი ამ ეტაპისთვის 27.000-მდე მევენახე ფერმერმა მიიღო.
მევენახე სარეგისტრაციო უბნებზე წარადგენს მხოლოდ პირადობის მოწმობას, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა.
ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ამონაწერის აღება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ჯამში 100-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს.