ისანი-სამგორის რაიონში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ პოლიციის ახალი, გამჭვირვალე შენობა გახსნეს.
2008 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონებში ააშენა და აამოქმედა პოლიციის განყოფილების თორმეტი ახალი შენობა, რომლებიც აღჭურვილია უახლოესი კომპიუტერული ტექნიკით და არის სრულიად გამჭვირვალე. დღეისთვის მზად არის და ფუნქციონირებას დაიწყებს ისანი-სამგარის რაიონის პოლიციის მეექვსე განყოფილება, რომელიც მოემსახურება აეროპოსტის დასახლებას. განყოფილებაში დასაქმებულია ოცდაექვსი პოლიციელიის თანამშრომელი.
პოლიციის აღნიშნული განყოფილება ოთხი თვის განმავლობაში შენდებოდა. წლის ბოლემდე ქ.თბილისში აშენდება და ფუნქციონირებას დაიწყებს სამი პოლიციის ახალი გამჭირვალე შენობა. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია.
პოლიციის განყოფილების ახალ შენობას გახსნიან შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანე მერაბიშვილი და ქ.თბილისის მერი ბოტონი გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები