პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ ქორეთში დაკავებულია სამი, ხოლო სოფელ დუისში ორი პირი.
როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მხოლოდ დაკავებულების მობილური ტელეფონები წაიღეს.
სპეცოპერაციის ჩატარებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.