23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1180 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1257 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.77 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.6543 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6514 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3684 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.2629 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 აგვისტოდან შევა ძალაში.