საბაჟო გამშვები პუნქტის "სარფი" კონტროლის ზონაში, სხვადასხვა წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (7 ცალი და 1 ცალი ოქროს სამაჯური) საერთო წონით: 60 გრამი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საქამრეში მოწყობილ სპეციალურ სამალავში, არადეკლარირებული ოქროს სხმულები და სამაჯური აღმოაჩინეს.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 12 034,8 ლარი შეადგინა.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.