20 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1257 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1323 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.66 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6514 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6623 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.09 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3660 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.2560 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 აგვისტოდან შევა ძალაში.