დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იმ სკოლებში, სადაც პერსონალისა და მასწავლებლების 80% აცრილი იქნება, შესაძლოა სწავლა კლასებში განახლდეს.
გამყრელიძის განმარტებით, ასეთ სკოლებს "უსაფრთხო სკოლის" სტატუსი ექნებათ.
"უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% აცრილი იქნება. იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლა. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც დღესაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით", - ამბობს გამყრელიძე.