კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ოტავა არ აპირებს ავღანეთში თალიბანის მთავრობის ლეგიტიმურად ცნობას.
"მათ [თალიბანმა] დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხეს და ძალაუფლება ხელში ძალის გამოყენებით ჩაიგდეს", - განაცხადა ტრუდომ.
პრემიერ-მინისტრ ტრუდოს განცხადებით, ექსტრემისტული დაჯგუფება "თალიბანი" კანადის კანონმდებლობის შესაბამისა, კვლავ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილება.
ტრუდომ გაიხსენა, რომ კანადას "თალიბანის" ლეგიტიმაცია 20 წლის წინათაც არ უცვნია, როდესაც ისინი განაგებდნენ ავღანეთს და დასძინა, რომ "ახლა მთელი ყურადღება ავღანეთიდან ადამიანების ევაკუაციაზეა გამახვილებული".