17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1191 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1175 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.16 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6715 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6730 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3718 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3031 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 აგვისტოდან შევა ძალაში.