კახეთში ავტომანქანაში ჩაცხრილული 3 პირიდან ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.
კრიმინალური შემთხვევა სოფელ წინანდალთან მოხდა, რა დროსაც, შელაპარაკების ნიადაგზე 3 პირი ავტომანქანაში ჩაცხრილეს, ორი კი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თელავის საავადმყოფოში იმყოფებოდა ინცინდენტში მონაწილე კიდევ ორი დაჭრილი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი სახლში გააგრძელებს მკურნალობას, მეორე კი სტაციონარში.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიებელ გარემოებაში, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.