მომხარებლის, სს "თელასის" სააბონენტო ბარათზე არსებული დადებითი ბალანსი, შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიაში" (თელმიკო), აგვისტოს ბოლომდე ავტომატურად გადავა.
ამასთანავე, მომხმარებლებს, რომლებსაც სს "თელასის" სააბონენტო ბარათზე აქვთ თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს მიმდინარე გადასახადი, ელექტროენერგია არ გაეთიშებათ, ხოლო გადასახადი გაიქვითება არსებული ბალანსიდან.
დადებითი ბალანსის გადატანის შესახებ ინფორმაცია აისახება ქვითარში, სადაც შესაბამის ველში მითითებული იქნება გადატანილი თანხის ოდენობა მინუსის (-) ნიშნით, რაც ნიშნავს, რომ თანხა ირიცხება მომხმარებლის ანგარიშზე.
ნებისმიერი შეკითხვით მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ "თელასი"-სა და "თელმიკო"-ს ქოლ ცენტრებს, ნომრებზე:
თელასი: +995 32 2 77 99 99
თელმიკო: +995 32 5 000 777
ელექტრონულ მისამართებზე:
telasi@telasi.ge
info@telmico.ge
ან პირადი შეტყობინების სახით Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.