საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასულ დღე-ღამეში 4 519 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 35 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 074 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 813, „პისიარ“ ტესტით – 14 261.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 12,66%, ბოლო 14 დღის – 10,38%, ბოლო 7 დღის – 11,03%.