სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 484.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.8 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2 275.6 მლნ. აშშ დოლარი იყო (27.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 209.3 მლნ. აშშ დოლარი (19.3 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2 933.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 აგვისტოს.