ამერიკული გამოცემა Forbes-ის თანახმად, საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე მიხეილ ლომთაძე გახდა.
მიხეილ ლომთაძე ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ყაზახური კომპანია KASPI-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ტოპ-მენეჯერია.
Forbes-ის მონაცემების თანახმად, მიხეილ ლომთაძის ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითაც ის უსწრებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ექსპრემიერს ბიძინა ივანიშვილს.
მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგზე მე-600 ადგილს იკავებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილის 4.8 მილიარდი დოლარით 632-ე ადგილზეა.
გამოცემის ინფორმაციით, ყაზახური კომპანიის დამფუძნებლები მას შემდეგ გახდნენ მილიარდერები, რაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებით განათავსეს აქციები.
2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია 40 დოლარი ღირდა, დღეს კი ერთი აქციის ფასი 114 დოლარია.