გურჯაანის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ზემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა.
თანასოფლელებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რა დროსაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით მიაყენა ჭრილობა.
დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.