ტურისტული ობიექტი ღვინის ეზო N1 სოციალურ კამპანიას - #ჩვენავიცერით იწყებს!
კამპანია მიზნად ისახავს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას.
სოციალური კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეზო N1-ის სრულად ვაქცინირებულმა თანამშრომლებმა, კოვიდ-პასპორტებით გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებს ამ აქტივობაში ჩართულობისკენ მოუწოდეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის პერიოდში, ტურიზმისა და მასპინძლობის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა, მას ძალიან სწრაფად აღდგენა ესაჭიროება. მიგვაჩნია, რომ ამ მძიმე ვითარებიდან ერადერთი სწორი გამოსავალი სფეროს თანამშრომლების ვაქცინაციაა. ამ მიზნით, ღვინის ეზოN 1-მა კაპანია #ჩვენავიცერით წამოვიწყო, რასაც, დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა ინიციატივამ სფეროს სხვა წარმომადგენლებზე უკვე დადებითად იმუშავა, რომლებმაც, ეს გამოწვევა მიიღეს და სოციალურ კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ.
ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი სოციალური კამპანია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სფეროს სწრაფი გაჯანსაღებისთვის, დადებით გავლენას მოახდენს უხილავ მტერთან გლობალურ ბრძოლაში.
მიიღე გამოწვევა, - აიცრი, გადაიღე ფოტო და გამოიწვიე შენივე სფეროს წარმომადგენელი“, - აცხადებენ ღვინის ეზო N1-ის კომპანიის წარმომადგენლები.
ღვინის ეზო N1-ის ინიციატივას დადებითად აფასებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ინიციატივები, დადებით გავლენას მოახდენს ტურიზმის სექტორის ვაქცინაციის უფრო აქტიურად წარმართვაში.
“დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ტურიზმის სფეროს სწრაფი და მდგრადი აღდგენა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინდუსტრიაში დასაქმებულთა ვაქცინაციაზე. ამდენად, მსგავსი ინიციატივები არამხოლოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლინებაა, არამედ პირდაპირ უწყობს ხელს ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგის ეფექტურ ამოქმედებას.”- აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი.