კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
თვითმხილველები ჰყვებიან,რომ მკვლელობას წინ უძღვოდა სიტყვიერი შელაპარაკება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სავარაუდო ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.