5 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0927 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.1022 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.95 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6624 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6780 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.56 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3620 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 4.3066 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 6 აგვისტოდან შევა ძალაში.