უკვე მეორე დღეა პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს, შალვა ბაქრაძეს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის მეუღლე ავრცელებს და პოლონეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.
"ჩემი მეუღლე 48 საათია დაკარგულია პოლონეთში. ბოლოს ბარათით ტრანზაქცია შეასრულა კატოვიცეში. გუშინ პოლონეთის დროით 01:00 საათზე, შესაძლოა, ბარათი დაკარგული აქვს, მაგრამ დიდი ალბათობით იმყოფება კატოვიცეში.
პოლიცია და საელჩო ჩართულია ძებნაში, თუმცა ჯერ ვერაფერს გვეუბნებიან.
აცვია შავი შორტი, შავი ზედა, შავი "პლაშოვკა" ქურთუკი და ბოტასი,"-წერს სოციალურ ქსელში ფეისბუქის მომხმარებელი თეა ჟორჟოლიანი.