ძალიან მნიშვნელოვანია, აიკრძალოს არასაჭირო, არაესენციალური შეკრებები, კონცერტები, სადაც მასობრივად იყრიან თავს, - ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
მისი თქმით, "სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ უნდა დააწესოს თამაშის წესები, მაშინ ჩვენ თვითორგანიზებული ერი ვიქნებოდით, ყველა რომ პირბადეს ატარებდეს.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, არასაჭირო, არაესენციალური შეკრებები, კონცერტები, სადაც მასობრივად იყრიან თავს. არ აქვს მნიშვნელობა, დედაქალაქია, პერიფერიაა, საკურორტო ზონაა, ეს კატეგორიულად უნდა აიკრძალოს. ომში ვართ, ყოველდღე 40-მდე ადამიანი გვეღუპება, სიკვდილობა კიდევ გაიზრდება და ვიღაცას ეკონცერტება, ჩემთვის ეს წარმოუდგენელი და დაუჯერებელია”, - აღნიშნა "დღის კურიერში" ბიძინა კულუმბეგოვმა.