გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ინოვაციურ რეფორმებზე მეგობრული საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.
„ნული ფანჯრის პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, სადაც დაინერგება ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემები, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც. შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერი პრაქტიკები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო დავების რეფორმა, რომლის მიზანია, დავების სისტემის არსებითად გაუმჯობესება - ფინანსთა სამინისტროს სისტემიდან დაწყებული, სასამართლოს ბოლო ინსტანციით დამთავრებული.
„ უფრო მეტად დამოუკიდებელი, ობიექტური და კარგად არგუმენტირებული გადაწყვეტილება შეამცირებს შემდგომი გასაჩივრების საჭიროებას და მეორე მხრივ, დაეხმარება დავების სწრაფ განხილვას სასამართლოში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია და ამ რეფორმის შედეგი იქნება კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის უფრო ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნა", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან, ასევე ისაუბრა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის განახლებულ პრინციპებზე დაყრდნობით განხორციელდება მინიმუმ 10 ყველაზე მსხვილი სახელმწიფო საწარმოს რეფორმა და შემდგომ ეს პროცესი გაგრძელდება ყველა მსხვილ საწარმოში.
ფინანსთა მინისტრის თქმით, 2030 წლისთვის მიზანი იქნება სახელმწიფო საწარმოების კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელმა მიაღწიოს მინიმუმ 8%-ს.