ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ასოციაციამ (იფფჰს) ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა.
მონაცემები აღებულია 2001 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 სექტემბრამდე ევროტურნირებზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით.
საქართველო 33-ე ადგილზეა 2653,5 სარეიტინგო ქულით. აღსანიშნავია, რომ საქართველო უსწრებს ლატვიას, ბელარუსს, კვიპროსს, ბოსნიას... ამ სტატისტიკაში ითვლება არა მარტო ეტაპების გავლის რაოდენობა, არამედ მოგებულ-წაგებული მატჩების შეფარდება.
პირველ ადგილზე ინგლისური "პრემიერლიგაა", მეორეზე ესპანური "პრიმერადივიზიონი", ხოლო მესამეზე იტალიის "სერია ა".
.
რომ რუსეთის პრემიერლიგა მე-12 საფეხურზეა, უკრაინა კი - მე-13.
გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:
1. ინგლისი 11 187,0.
2. ესპანეთი 10 779,0.
3. იტალია 10 317,0.
4. გერმანია 8 929,0.
5. საფრანგეთი 8 457,0.
6. ჰოლანდია 6 969,0.
7. პორტუგალია 6 600,5.
8. თურქეთი 6 108,0.
9. საბერძნეთი 6 000,5.
10. ბელგია 5 856,0.