საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სლოვენიასთან 17 ნოემბერს სტუმრად გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე 30 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქეცბაიას რჩეულთა სიაში შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ:
მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), გიორგი ძაძამია ("ვიტ ჯორჯია");
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო", უკრაინა), აკაკი ხუბუტია ("გაზმეთანი", რუმინეთი), ნიკა კვეკვესკირი ("ბაია"), ლევან კაკუბავა ("დინამო"), კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), დავით კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გიორგი ხიდეშელი, ზაალ ელიავა, გიორგი ონიანი (ყველა - "ზესტაფონი"), გიორგი რეხვიაშვილი ("ოლიმპი"), თენგიზ ჩიკვილაძე ("ტორპედო");
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), გოჩა ხოჯავა ("ვოლგა", რუსეთი), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა), მურთაზ დაუშვილი, კახაბერ ალადაშვილი (ორივე - "ზესტაფონი"), ირაკლი კლიმიაშვილი, გურამ გურეშიძე (ორივე - "ვიტ ჯორჯია"), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), თორნიკე ოქრიაშვილი ("შახტარი", უკრაინა);
თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე ("ვოლგა", რუსეთი), ირაკლი მოდებაძე ("ოლიმპი", რუსთავი), ნიკა გელაშვილი ("ზესტაფონი"), მათე ვაწაძე ("დინამო"), ჯაბა ლიპარტია ("ვიტ ჯორჯია").
ეროვნული გუნდი 10 ნოემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეიკრიბება, ხოლო ვარჯიშებს ვაკეში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. ჩამოთვლილი 30 ფეხბურთელიდან, ქეცბაია 20-ს ან 22-ს შეარჩევს. ნაკრები სლოვენიაში 16 ნოემბერს ჩარტერული რეისით გაფრინდება -კალაძე და ხიზანიშვილი გუნდს ადგილზე შეუერთდებიან. იმავე საღამოს, ქართველები ქალაქ კოპერის "ბონიფიკას" სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც 17 ნოემბერს სლოვენიელებს დაუპირისპირდებიან.