კოლხეთის ეროვნულ პარკს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით UNESCO სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიას დაემატა. "ბრავო!", - აღნიშნულია UNESCO-ს გვერდზე.
კოლხეთის ეროვნულ პარკთან ერთად, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა მტირალას ეროვნულ პარკსა და ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს.